ცვლილებები სამინისტროებში - ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
"როგორც მოგეხსენებათ, ლილუაშვილი ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად, მას აღარ ჰქონდა თანამდებობის ხელახლა დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე, ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას", - განაცხადა კობახიძემ.
რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიციას დაიკავებს გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც უკვე მან დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა.
ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე საქმიანობას კვლავ ირაკლი ქარსელაძე გააგრძელებს.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კობახიძის განცხადებით, სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნება. ოხანაშვილის ნაცვლად, იუსტიციის მინისტრის პოსტს კი პაატა სალია დაიკავებს.