ბესიკ ამირანაშვილმა სამუშაო შეხვედრა ადიგენში გამართა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტში გარე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს როგორც დაგეგმილი, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
პრემიერის სამუშაო შეხვედრაში რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქგვერდი სამცხე-ჯავახეთის მხარე ავრცელებს.