ეკონომიკა
სახელმწიფო უწყებებმა 6 თვეში ღონისძიებების ორგანიზებაზე 16 მილიონზე მეტი დახარჯეს
2024 წლის 6 თვეში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლობითმა ხარჯმა 16.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.
მაგალითისთვის, 2023 წლის 6 თვეში ღონისძიებებზე დანახარჯებმა 11.9 მლნ ლარი შეადგინა, 2022 წელს - 9.3 მლნ ლარი, 2021 წელს კი 5.6 მლნ ლარი. აღნიშნულს მოწმობს აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემები.
მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების მიერ, 2024 წლის 6 თვეში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები:
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 3.2 მლნ ლარი;
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 1.6 მლნ ლარი;
მთავრობის ადმინისტრაცია - 4840 806 ლარი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 22 667 ლარი;
ფინანსთა სამინისტრო - 1.8 მლნ ლარი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1.9 მლნ ლარი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 248 604 ლარი;
იუსტიციის სამინისტრო - 98 124 ლარი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 144 129 ლარი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 2.5 მლნ ლარი;
თავდაცვის სამინისტრო - 1.6 მლნ ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 341 283 ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 865 778 ლარი;
განათლების, მეცნიერების სამინისტრო - 227 461 ლარი;
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 124 475 ლარი.
წარმომადგენლობითი ხარჯი ანუ პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, მოიცავს: გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) პროტოკოლით გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; სუვენირების შეძენის ხარჯებს; სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, (მათ შორის:საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, გაგრძელება) ხარჯებს; აეროპორტში დახვედრისა და გაცილების ხარჯებს; სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; სასტუმრო მომსახურების ხარჯებს; პროტოკოლით გათვალისწინებული მიღებების, წვეულებების ხარჯებს).
Տարածեք :