ახალციხის ციხეზე ადიგენელი ფრიდონ ბოლქვაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
03.12.2019
„იჯარეთელის“ ნახატების გამოფენა ახალციხეში პირველად მოეწყო. 47 ნამუშევარი ახალციხის ციხის ციტადელში 10 დღე დარჩება. თითქმის ყველა ტილო პოსიმპერისტული, მისტიკურ-მონუმენტური სახისაა და ერთი კოლექციის ქვეშ ერთიანდება - „ექსპერიმენტალ“.
ფრიდონ ბოლქვაძე ადიგენის სოფელ იჯარეთში დაიბადა, ფსევდონიმს „იჯარეთელს“ სწორედ ამის გამო ატარებს. სწავლობდა ლელოვნის და ახალციხის #2 საშუალო სკოლაში. შემდეგ ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, მისი დასრულების შემდეგ ადიგენში, სამხატვრო სახელოსნოში დაიწყო მუშაობა, სადაც რეკლამებსა და პლაკატებს აკეთებდა.
ამის შემდეგ გადაწყვიტა ჩაებარებინა სამხატვრო აკადემიაში. ბავშვობიდან ხატავდა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე მუშაობა 1985 წლიდან დაიწყო. „იჯარეთელი“ ამჟამად ბათუმში ცხოვრობს.
ახალციხეში გამოფენა მოაწყო პირველად, ასევე ჰქონდა გამოფენები სხვადასხვა ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ანკარა და რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში.
მომავალში, ინგლისში წასვლას და გაზაფხულზე პერსონალური გამოფენით კონკურსში მონაწილეობას გეგმავს.
დამთვალიერებელს „იჯარეთელის“ ნამუშევრებს დათვალიერება ახალციხის ციხის ციტადელზე 12 დეკემბრამდე შეეძლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.