ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტმა 952 ათასი ლარი შეადგინა
ახალციხის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაემატა. თანხა ინფრასტრუქტურის მუხლიდან გამოიყო.
ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-5 რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარეს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ახალციხის 45 სოფელსა და ქალაქ ვალეში სულ 952 000 ლარი დაიხარჯება. აქედან 612 000 ცენტრალური, 340 000 კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.