ეკონომიკა
რას ვყიდით რუსეთში და რას ვყიდულობთ მისგან
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 816.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 473.0 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 086.3 მლნ აშშ დოლარი).
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 133 251 500 დოლარი
- ფეროშენადნობები - 114 504 200 დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 60 580 600 დოლარი
- სპირტიანი სასმელები - 34 530 200 დოლარი
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 19 808 700 დოლარი
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 199 939 400 დოლარი
- ხორბალი და მესლინი - 90 668 200 დოლარი
- ნავთობის აირები - 41 801 000 დოლარი
- მზესუმზირის ზეთი - 34 009 800 დოლარი
- ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი - 32 104 800 დოლარი.
Տարածեք :