საპენსიო დანაზოგებს 102 მილიონ ლარამდე სარგებელი დაერიცხა
2020 წლის 13 ნოემბრის მონაცემებით საპენსიო ფონდის ღირებულებამ 1 მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 1 მილიონ 86 ათასს გადააჭარბა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით 560-მა ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 244 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 241, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 74 პირმა.
"საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ ბოლო სამი თვის მანძილზე 12 500-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში"-აცხადებენ სააგენტოში.
bm.ge