ლარი გაუფასურებას განაგრძობს
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4500 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4400 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 7 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3991 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6802 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.