რომელ ქვეყანაში ყიდის საქართველო სატაცურს?
ქართული სატაცურის მთავარი გასაღების ბაზარი რუსეთია. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, ყოველწლიურად პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ექსპორტში რუსეთის წილიც სულ უფრო მზარდია.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან სულ 13,2 ტონა (85,4 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, აქედან 12.8 ტონა (12.8 ათასი აშშ დოლარი) რუსეთზე, ხოლო მცირე ნაწილი, კერძოდ, 0,4 ტონა (4 ათასი აშშ დოლარი) - სომხეთზე მოდის.
რაც შეეხება წინა წლების მაჩვენებლებს, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 0,07 ტონა (700 აშშ დოლარი) სატაცური გავიდა, 2018 წელს - 0,17 ტონა (1,39 ათასი აშშ დოლარი), 2019 წელს - 5,93 ტონა (22,6 ათასი აშშ დოლარი), 2020 წელს - 9,5 ტონა (43,6 ათასი აშშ დოლარი), 2021 წელს - 13,2 ტონა (85,4 ათასი აშშ დოლარი).