პურის ფასი 10 თეთრით შემცირდა
პურის ფასი 10 თეთრით შემცირდა. საუბარია მაღალი ხარისხის წარმოების ოთხ სახეობაზე.
მწარმოებელთა განმარტებით, მიზეზი ფქვილზე შემცირებული ფასებია. მწარმოებლებს მოლაპარაკება აქვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა საყოველთაო მოხმარების პურის მწარმოებლებისთვის კომუნალური ტარიფები გადაიხედოს.
მათი თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პურის ფასი კიდევ უფრო შემცირდება.