საქართველოში მარწყვის იმპორტი 3,4-ჯერ გაიზარდა - სად და რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 269.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 997 ტონა მარწყვი შემოვიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანამ 95 ათასი აშშ დოლარის 295.1 ტონა ხილი იყიდა.
იხილეთ სად და რა ფასად ყიდულობს ქვეყანა პროდუქტს:
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მარწყვის ერთადერთი იმპორტიორი წელს თურქეთია, სადაც 1 კგ პროდუქტი საქართველომ საშუალოდ 0.27 ცენტად იყიდა.
როგორც წესი, საქართველოში მარწყვის წარმოების პიკი მაისსა და ივნისშია, რის შემდეგაც ადგილობრივი მიწოდება სწრაფად იკლებს. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2016-2017 წლებში საქართველოში 5,3 ათასი ტონა მარწყვი იწარმოებოდა, ხოლო მომდევნო 4 წელიწადში (2018-2021) მთლიანმა მოცულობამ მხოლოდ 5,0 ათასი ტონა შეადგინა. ასეთ ფონზე ცხადია, იზრდება იმპორტი. იმპორტის ზრდა კი დაკავშირებულია როგორც ადგილობრივი წარმოების ვარდნაზე, ასევე ჰორეკა სექტორის და სუპერმარკეტების ქსელების ზრდაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი სათბურები იაფ იმპორტს დღემდე კონკურენციას ვერ უწევენ.