რომელი პროდუქტები გაგვიძვირდა ნოემბერში
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის მწვანილი, ნიორი და პომიდორი.
ნოემბერში გაძვირებული პროდუქტების ათეული:
მწვანილი - 85.1%
ნიორი - 62.2%
პომიდორი - 49%
კიტრი - 44.8%
წიწაკა - 43%
ბადრიჯანი - 138%
კივი - 33%
ფორთოხალი - 30%
კომბოსტო - 28%
მწვანე ლობიო 22.6%