რომელი ქვეყნებიდან შემოდის მანდარინი საქართველოში
საქართველოში ფორთოხლის იმპორტი შემცირდა, მანდარინის კი რაოდენობრივად შემცირდა, თუმცა ღირებულებით ნაწილში მცირედი ზრდა იყო. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 5 481 110 აშშ დოლარის ღირებულების 9 204 ტონა ფორთოხალი შემოვიდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 5 609 660 აშშ დოლარის ღირებულების 9 385 ტონა.
2024 წლის 11 თვის მონაცემებით, 5 იმპორტიორი ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობით ფორთოხლის იმპორტი განხორციელდა, იყო:
თურქეთი - 2 392 610 აშშ დოლარი ( 4182 ტონა);
ირანი - 1 824 770 აშშ დოლარი (3240 ტონა);
ეგვიპტე - 823 600 აშშ დოლარი (1329 ტონა);
სამხრეთ აფრიკა - 275 470 აშშ დოლარი (278 ტონა);
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 70 850 აშშ დოლარი (91 ტონა).
რაც შეეხება მანდარინს, 2024 წლის 1-ელ 11 თვეში საქართველოში სულ 3 951 290 აშშ დოლარის ღირებულების 6 172 ტონა ახალი ან ხმელი მანდარინის (ტანჟერინების და სატსუმის ჩათვლით) გარდა კლემენტინებისა იმპორტი განხორციელდა; მაშინ როცა 2023 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი რაოდენობრივად 6 384 ტონა იყო; ხოლო ღირებულებით ნაწილში 3 889 780 აშშ დოლარს შეადგენდა.
მანდარინის 4 ძირითადი იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი, 2024 წლის 11 თვეში, ასეთია:
თურქეთი - 3 378 660 აშშ დოლარი (5196 ტონა);
ირანი - 450 030 აშშ დოლარი (808 ტონა);
ეგვიპტე - 59 150 აშშ დოლარი (105 ტონა);
სამხრეთ აფრიკა - 51 980 აშშ დოლარი (44 ტონა).