ეკონომიკა
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის დეკემბერში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 12.63% შეადგინა, რაც 0.6%-ით არის გაზრდილი თვიურ, ხოლო 1.37%-ით წლიურ მაჩვენებელზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 12.03% იყო, ხოლო 2023 წლის დეკემბერში - 11.26%.
მასთან, სებ-ის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი 2024 წლის დეკემბერში წლიურად 0.27%-ით გაიზარდა და 18.16% შეადგინა. ხოლო, უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი (ლარში) 14.66% იყო, რაც 1.42%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდზე.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თვეების მიხედვით, ასე იცვლებოდა:
- იანვარი- 11.49%
- თებერვალი - 11.49%
- მარტი - 11.46%
- აპრილი - 11.17%
- მაისი - 11.3 %
- ივნისი - 11.4 %
- ივლისი - 11.57 %
- აგვისტო - 11.67 %
- სექტემბერი -11.8 %
- ოქტომბერი - 11.85 %
- ნოემბერი - 12.03 %
- დეკემბერი - 12.63 %
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 29 იანვრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვა.
Տարածեք :