საავადმყოფოშიც კი ორჯერ დამარტყა დანა - ბერი ანტონი მკვლელობის დეტალებს იხსენებს
08.08.2021
სასამართლო პროცესი დღეს, 8 აგვისტოს დისტანციურად გაიმართა. დაკავებულის ადვოკატის, სოსო ხითარიშვილის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ბორჯომში, მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მამა ანტონ მაისურაძის ადვოკატი მისთვის მუხლის შეცვლას ითხოვდა. სოსო ხითარიშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი არა მკვლელობა, არამედ აუცილებელი მოგერიება იყო. მისივე თქმით, ,,კბილებამდე შეიარაღებული“ ლევან ნამგალაძე, მას შამდეგ რაც გაიგო, რომ მისი ბავშვობის მეგობარი ბორჯომში ჩავიდა, მასთან სახლში მივიდა და ,,უმნიშვნელო წყენის გამო“ მისი მოკვლა სურდა. ბრალდებულმა წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ლევან ნამგალაძემ, მეტსახელად ,,მჭიდომ“ ჯერ ავტომატი გაისროლა, ხოლო მოგვიანებით მისი მოკვლა დანით სცადა.
,,შელაპარაკების დროს, როდესაც ანტონ მაისურაძე ცდილობდა გარდაცვლილის განეიტრალებას, სავარაუდოდ მისი დაჭრა ამ დროს მოხდა. რა დროსაც პირველი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გააკეთა, ის იყო, რომ საავადმყოფოში მიიყვანა და შემდეგ ეკლესიაში წავიდა. ნამგალაძის გარდაცვალების ამბავი მან სწორედ ტაძარში შეიტყო და პირდაპირ ბორჯომის პოლიციაში მივიდა“ - აღნიშნა სოსო ხითარიშვილმა.
ადვოკატის განცხადებას ბრალდებულმა დაამატა, რომ მისი უდანაშაულობის დადასტურება ბორჯომის კლინიკის ვიდეოთვალითაც შეიძლება.
,,როდესაც კლინიკაში მივიყვანე, დაჭრილმაც კი ორჯერ დამარტყა დანა და მემუქრებოდა, რომ მაინც მომკლავდა. ეს ვიდეოკამერებშიც იქნება თუ გამოითხოვთ. ორ ადგილას დამარტყა დანა. ჩემ ადვოკატს გამორჩა, რომ ეკლესიაში წასვლამდე, მე ჯერ შემთხვევის ადგილზე მივედი, რადგან ავტომატის გასროლის შემდეგ, ის ორი ადამიანი, ვინც გვახლდა, არ ვიცოდი ცოცხლები იყვნენ თუ არა. როდესაც გავარკვიე, მაშინვე ტაძარში წავედი, მერე კი პოლიციას ჩავბარდი“ - აღნიშნა პროცესზე ანტონ მაისურაძემ.
ბრალდებულმა სასამართლოს შინაპატიმრობა სთხოვა. მისი თქმით, ბორჯომში დედის ავადმყოფობის გამო დაბრუნდა.
,,მარტოხელა დედა მყავს, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული. ჩემს გარდა მომვლელი არავინ ჰყავს, ბორჯომშიც მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო დავბრუნდი. თუ მომისჯით შინაპატიმრობას, დედაჩემს რომ მივხედო, მხოლოდ ამას გთხოვთ“ - დაამატა ანტონ მაისურაძემ.
მომდევნო სასამართლო პროცესი 29 სექტემბერს, 11:00 სთ-ზე ჩაინიშნა. სხდომის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარა და სასულიერო პირი პატიმრობაში დატოვა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებული ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე)ა, რომელიც წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.
სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.