ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე) - საპატრიარქო
16:24 / 07.08.2021
ბორჯომში, სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი ლევან ნამგალაძის საქმეზე სასულიერო პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს. გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ
,,ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.
▪️ ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე,
▪️ მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი".
ტვ პირველის ინფორმაციით, ლევან ნამგალაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი, პოლიციას თავად ჩაბარდა. კრიმინალური ავტორიტეტი და მამა ანტონი ბაშვობის მეგობრები იყვნენ და მათ წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ რაც სასულიერო პირმა კრიმინალური ავტორიტეტი დაჭრა, საავადმყოფომდე თავად მიიყვანა. ერთ-ერთი ვერსიით, იარაღიდან გასროლა ლევან ნამგალაძემ განახორციელა, ხოლო შემდეგ ის სასულიერო პირმა დაჭრა. გასროლის ხმა რომ გაიგონეს ადგილობრივებმა, ამის შესახებ ინფორმაცია ბორჯომში ,,მეცხრე არხსაც" დაუდასტურეს.
შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.