არჩევნები
სოფელ არალში, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა
#38 ადიგენის ოლქში შუალედური არჩევნები ერთ უბანზე იმართება. #3 არლის უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. პირველი ამომრჩეველი ნოდარ კაჭკაჭაშვილია. ის უბანზე ზუსტად 08:00 საათზე მივიდა.
#38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, არც ერთი ადგილობრივი დამკვირვებელია რეგისტრირებული.
შაულედურ არჩევნებში მხოლოდ ერთი - "ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობს.
ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ მათი სახელით კენჭი არავის ეყარა.
დღეს სოფელ არლისა და წარბასთუმნის მოსახლეობა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. უბანზე 1 466 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Տարածեք :