არჩევნები
N3 არლის საარჩევნო უბანზე დისტანცია დაცული არ არის
N3 არლის საარჩევნო უბანზე სოციალური დისტანციის წესები დარღვეულია. ამ მხრივ ამომრჩევლის კონტროლი ვერ ხერხდება ვერც საარჩევნო უბანზე და ვერც შენობის შესასვლელში. კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ორივე ადგილზე ამომრჩეველი დისტანციას იცავს.
"08:00 საათზე მივიღეთ ამომრჩეველი. მას შემდეგ აქტივობა ნორმალურია. არ დაწერილა არცერთი საჩივარი. არ ყოფილა პრეტენზია.
რაც შეეხება ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ვიცავთ დისტანციას, როგორც კენჭისყრის ოთახში, ასევე შენობის შესასვლელში“ – აცხადებს კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩილინგარაშვილი.
N3 არლის საარჩევნო უბანზე ერთიანი სიით 1468 ამომრჩეველი ირიცხება, აქედან გადასატანი ყუთის სიაში 44 პირია, ხოლო სპეციალურ სიაში – ერთი.
Տարածեք :