ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი გარდაიცვალა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა. თეიმურაზ ლომიძე სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", - წერია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2006 წლიდან მუშაობდა.