რეგიონი
უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის რუსი კაპიტანი მოკლეს, რომელიც საქართველოშიც იბრძოდა
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ანდრეი პალი დაიღუპა.
აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო შეიარაღებული ძალების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გარდა ამისა, უკრაინულ მედიაში აღნიშნული ამბავი დაღუპული სამხედროს მეგობრის, საკონსულტაციო ჯგუფ „ასისტენსის“ პრეზიდენტის, კონსტანტინე ცარენკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ანდრეი პალის დაღუპვის კონკრეტული ადგილი და ზუსტი მიზეზი.
„მეგობრებო, ძვირფასო ოფიცრებო! ჩვენი კოლეგა, ოფიცერი, სამშობლოს მამაცი დამცველი, სამხედრო ფიცისა და სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთგული, მოსიყვარულე მამა, შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე და პირველი რანგის კაპიტანი, ანდრეი ნიკოლაევიჩ პალი ჩვენთან აღარ არის. დღეს დაგვეღუპა მეგობარი, რომელიც ჩვენს შვილებსა და ქვეყანას მის შორეულ საზღვრებზე იცავდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში ცარენკომ.
როგორც უკრიანული მედია წერს, ანდრეი პალი 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმაშიც იღებდა მონაწილეობას.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :