რა უჯდება ღამის შოუს ბენდის კონცერტი ადიგენის მერიას?
12 აგვისტოს, ადიგენის ცენტრალური პარკის მიდებარედ ღამის შოუს ბენდის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზებას ადგილობრივი მერია უწევს. კონცერტზე 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ნებსმიერ მსურველს შეეძლება.
"საღამოს გახსნის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.
ეს ის დღეა, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწროთ. გთხოვთ მობრძანდეთ", - წერია ადიგენის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
ღონისძიება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.
ხელშეკრულების თანახმად, ღამის შოუს ბენდის კონცერტი მერიას 13 850 ლარი უჯდება.