დაბა აბასთუმნიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესვლას, "ქართული ოცნებიდან" გენადი ბოლქვაძე შეეცდება.
დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას რეგიონის გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა წარუდგინეს.
აბასთუმანში კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ სხვა პოლიტიკურ პარტიებს.
საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს
ჩატარდება.
სამცხე-ჯავახეთში არჩევნები მხოლოდ #38 ადიგენის ოლქში, #2 უბანზე გაიმართება.