აბასთუმნის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი არ მონაწილეობს
დამოუკიდებელი კანდიდატის წარსადგენად, საინიციატივო ჯგუფებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.
#38 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა მაჭარაშვილის თქმით, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, საინციატივო ჯგუფს მათთვის არ მიუმართავს.
პარტიებს კანდიდატის რეგისტრაციისთვის ვადა 19 აპრილამდე აქვთ.
19 მაისს სამცხე-ჯავახეთში არჩევნები მხოლოდ აბასთუმნის #2 უბანზე გაიმართება. ადგილობრივები საკრებულოს წევრს აირჩევენ.