საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება
საპარალამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების გამოცხადების აქტს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.
"დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის.
ამ არჩევნებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას.
ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზადოებრივი შეგნებით აჩვენოს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები; ასე უნდა ჩავატაროთ მომავალი არჩევნები.
ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ.
საქართველომ 30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერსაც ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები.
ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე, როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ეს შეგვძლია!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნების თარიღი ზუსტად ორი თვით ადრე გამოცხადდა.