SSSS



ეკონომიკა
ღარიბაშვილი საწვავის იმპორტიორებს ფასების კორექტირებას სთხოვს
საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზე შედარებით შემცირებულია 95 დოლარამდე, ლარიც გამყარებულია და ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, საწვავის ძვირფასო იმპორტიორებო, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე ფასებს დააკორექტირებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში საწვავზე ფასების ზრდა, მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების ზრდით იყო განპირობებული.

„მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, თავიდან იყო შოკური მდგომარეობა, მათ შორის ნავთობის ბაზარზე, საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა. 140 დოლარზე ავიდა, თითქმის გაორმაგდა. ვინაიდან საქართველო არის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და პრაქტიკულად ყველაფერი გარედან შემოგვაქვს, ჩვენ არ ვართ მწარმოებელი, ამიტომ ბუნებრივია, ჩვენთანაც მოიმატა, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ამერიკაში, ევროპაში. მწარმოებელ ქვეყნებშიც მოიმატა და ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა. გახსოვთ ასევე, რომ ომის დაწყების დღიდან მალევე ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ფასებზე გავლენა იქონია, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინირებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზრებზე, სიტუაცია მკვეთრად დასტაბილურდა, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, ტურიზმი იზრდება და ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. საწვავის ფასები მსოფლიო ბაზარზე შედარებით არის ჩამოსული, 95 დოლარზე, ლარიც გამყარებულია და ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, საწვავის ძვირფასო იმპორტიორებო, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე, ფასებს დააკორექტირებთ. მე ვიცი, არსებობს ამის თაობაზე მოლოდინი, რომ საქართველოში საწვავზე ფასები ძალიან მალე შემცირდება. რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.