რამდენი მანქანა დადის სამცხე-ჯავახეთში
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 647 629 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მათგან ყველაზე მეტი - 619 006 ერთეული დედაქალაქზე მოდის. რეგიონების მაჩვენებელი კი ასეთია:
იმერეთი - 213 959 ერთეული
ქვემო ქართლი - 165 152 ერთეული
კახეთი - 148 851 ერთეული
აჭარა - 134 644 ერთეული
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 107 389 ერთეული
შიდა ქართლი - 97 813 ერთეული
სამცხე-ჯავახეთი - 66 098 ერთეული
მცხეთა-მთიანეთი - 44 268 ერთეული
გურია - 39 440 ერთეული
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 011 ერთეული.