ბორჯომში გაუჩინარებულ მოსწავლეებს ამ დრომდე ეძებენ
ბორჯომში გაუჩინარებულ ორ გოგოს სკოლის დირექცია ერთერთ საუკეთესო მოსწავლეებად მოიხსენიებს. სკოლის დირექტორი ჯულია ჯინჯოლავა აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მოსწავლეებისთვის არც ხასიათის ცვლილება, არც სამეგობრო წრის შეცვლა არ შეუნიშნავთ. შესაბამისად უჭირს იმის თქმა, რა მიზეზით შეიძლება გაუჩინარებულიყვნენ მოსწავლეები.
,,ბორჯომში გაუჩინარებული გოგონები არიან ერთერთი საუკეთესო მოსწავლეები, არასდროს აცდენდნენ გაკვეთილებს და ყოველთვის მოწესრიგებული მოდიოდნენ სკოლაში. გუშინ გაკვეთილების მერე აღარ მინახავს, დილით რომ არ მოვიდნენ, მშობლები ჩავაყენე საქმის კურსში" – აცხადებს ჯულია ჯინჯოლავა.
კლასის დამრიგებელი კი აცხადებს, რომ ბოლოს გოგონები გუშინ, 5 ივნისს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ ნახა.
დედამისი ბანკში მუშაობს, სკოლასთან ახლოს, გადავედი და ვუთხარი. თანამშრომლებთან ერთად იყო. თქვა, რომ სკოლაში ტყუპები და გოგონა ერთად გამოუშვა, დაახლოებით საათნახევარი ოჯახი თავად ცდილობდა გოგონას მოძებნას, მერე გაირკვა, რომ მეორე კლასელი გოგონაც არ იყო სკოლაში, ჩვენ ამის შემდეგ დავუკავშირდით პოლიციასა და მანდატურის სამსახურს, მათ მალევე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები“ –აცხადებს კლასის დამრიგებელი ნათელა ღლონტი.