ჯანდაცვა
აბასთუმნის საკარანტინე ზონიდან ორი პირი თბილისში გადაიყვანეს
ბულგარეთის მოქალაქეები, რომლებიც გუშინ, რვა მარტს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში შეიყვანეს, თბილისში გაწერეს. ორივე პირი საკარანტინე ზონაში ვალეს საბაჟოდან გადაიყვანეს.
ფილტვის ცენტრის კლინიკური მენეჯერის თქმით, პაციენტები დედაქალაქში კორონავირუსის სიმპტომების გამო არ გადაუყვანიათ. კახა ბერიძე განმარტავს, რომ ორივე მათგანს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ჰქონდათ, რაც სპეციფიურ მკურნალობას საჭიროებდა.
დღეის მდგომარეობით, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 16 პირი იმყოფება. ორი მათგანი საკარანტინე ზონას დღეს, 9 მარტს დატოვებს. კლინიკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მომატება ან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები არ აღენიშნებათ.
გააზიარეთ :