ახალციხის კლინიკებში კოვინფიცირებულებისთვის მხოლოდ 2 ადგილია თავისუფალი
ახალციხის სამედიცინო დაწესებულებში, სადაც კოვიდცენტრებია გახსნილი, ინფიცირებული პაციენტებისთვის ადგილი თითქმის არ არის. კოვიდ კლინიკებს საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ორი პაციენტის მიღება შეუძლიათ.
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის გამოყოფილი 17 საწოლიდან, ამჟამად ყველა ადგილი დაკავებულია. კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ვეღარ იღებენ.
რაც შეეხება კლინიკა „იმედს“ აქ მძიმე პაციენტებისთვის 60 საწოლია გამოყოფილი, მათგან 58 - დაკავებულია. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში დაინფიცირებული პაციენტებიდან „იმედში“ რეანიმაციული მომსახურების გაწევას დამატებით მხოლოდ ორი პაციენტისთვის შეძლებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია.