ჯანდაცვა
ჩინური ვაქცინები არ გამოდგა მაღალეფექტური - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ჩინური ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში ევრონიუსის მასალაზე დაყრდნობით წერს.
მისივე თქმით, ქვეყნები, სადაც აღნიშნული ვაქცინები დიდი რაოდენობით გამოიყენეს, დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობით რეკორდებს ხსნიან.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მათი ვაქცინები არ გამოდგა მაღალეფექტური. ისინი განიხილავენ ბუსტერული (გამაძლიერებელი) დოზების და ახალი ტექნოლოგიის ვაქცინების გამოყენების საკითხს.
ქვეყნები, სადაც აღნიშნული ვაქცინები დიდი რაოდენობით გამოიყენეს დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობით რეკორდებს ხსნიან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარება სანამ ვაქცინის გამოყენებას ქვეყანა დაიწყებს.
თუმცა ვაქცინის ეფექტურობის განმსაზღვრელი მთავარი ორი პარამეტრის შესახებ როგორიცაა მძიმე დაავადებისგან დაცვა და სიკვდილობა, ჯერ არაფერი არ ვიცით. არსებობს ალბათობა იმისა, რომ ამ ქვეყნებში (არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩილე, ბაჰრეინი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სერბეთი…) სიკვდილობის და კრიტიკული პაციენტების რიცხვი დაბალი იყოს, ხოლო მზარდი შემთხვევების ძირითადი რაოდენობა მოდიოდეს აუცრელი პოპულაციის ხარჯზე. ასეთი დეტალური ანალიზი და მსგავსი მონაცემებია საინტერესო, რომელსაც სწორედ გაანალიზებს მარეგულირებელი და თვის ბოლოს გვეცოდინება საწყობში არსებული ჩვენი ვაქცინების ბედი,“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
გააზიარეთ :