ავარიის დროს დაშავებულ გოგოს ოპერაცია ჩაუტარდა
თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაყვანილი 20 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ადიგენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდას ნეიროქირურგის დახმარება დასჭირდა.
მას წუხელ ჩაუტარდა ოპერაცია, რის შედეგად მართვითი სუნთქვიდან მოიხსნა.
კიდევ ორი ახალგაზრდა, რომელიც ამავე ავარიის დროს დაშავდა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. მკურნალი ექიმების თქმით, მათ ძირითადად მოტეხილობები და თავის არეში დაზიანება აღენიშნებათ.
შეგახსენებთ რომ ავარია დღეს, 22 მაისს, ხულო-ზარზმის გზაზე მოხდა. ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც სამი მგზავრი დაშავდა, ერთი პირი კი გარდაიცვალა.