რეგიონის ხელმძღვანელობა სტუდენტებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ პროექტის პრეზენტაცია მოხდა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის პოტენციალის განვითარებას.
,,აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს, ერთგვარ ექსპედიციას, რომლის დროსაც მოხდება ტურისტული ობიექტებისა და ისტორიული ძეგლების მონახულება, მოსახლეობასთან შეხვედრა და ადგილზე პოტენციალის, პრობლემატური საკითხების გამოვლენა" – მიაჩნია მხარის გუბერნატორს კახა სამხარაძეს.
ვიზიტის დროს განხორციელდება სპორტულ-კულტურული და დასუფთავების ღონისძიებები. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სამხარეო ადმინისტრაციის, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.
,,პროექტი მართლაც, რომ დროული და საქმიანია. სტუდენტების ჩართულობა, პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი პატივია" – აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.