მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი „ფეისბუქში“ ავრცელებს. „ჩვენი გიო აღარ არის“ - წერს ოქიტაშვილი.
შეგახსნებთ, რომ 29 მაისს ფილარმონიაში მის პატივსაცემად კონცერტი გაიმართა, რომლის შემდეგაც საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. გარდა საესტრადო კარიერისა, გიო ხუციშვილი მონაწილეობდა ათამდე ფილმში.