2018 წლის საპატიო ახალციხელების ვინაობა ცნობილია
საპატიო ახალციხელის ტიტული, დღევანდელ ღონისძიებაზე ერთ სასულიერო და ორ საერო პირს მიენიჭა. 13 კაციანი საბჭოს გადაწყვეტილებით,
რომელიც სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ არის დაკომპლექტებული, სამი რჩეული გამოვლინდა.
კენჭისყრა ფარული იყო და შერჩეული კანდიდატების ვინაობა ცნობილი სახალხო დღესასწაულზე გახდა.
2018 წლის ქალაქელების რჩეული -
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი,
რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე და პედიატრი რუზანა მელიქიანი გახდნენ.
ტრადიცია 2013 წელს, მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის ინიციატივით დაწესდა.
საპატიო მოქალაქეთა სია ასე გამოიყურება:
2013წელი - კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი და რეჟისორი თემურ ჩხეიძე
2014 წელი - დეკანოზი სტეფანე ნადირაძე, ომარ ჯაყელი და ვახტანგ კვესელაძე
2015 წელი - ელგუჯა კოპაძე, პოეტი ვასილ კვინცხაძე და მერაბ ბერიძე
2016 წელი - თინათინ ჯაყელი, ლელა ნაროზაული და ნათელა იაძე.
2018 წლის საპატიო მოქალაქეები 13–კაციანმა სამუშაო ჯგუფმა, ხმათა უმრავლესობით შეარჩია. ჯგუფის წევრები არიან:
გელა ნოზაძე – საკრებულოს თავმჯდომარე; გიორგი კოპაძე – ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი;
მეუფე თეოდორე – ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი; რუბენ კარაპეტიან – ახალციხის მერის მოადგილე;
ზოია ბალიაშვილი – საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან"; ამბარცუმ ბაბოიან – საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან";
მაკა ბერიძე – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ცირა მესხიშვილი – ასოციაცია "ტოლერანტის" თავმჯდომარე;
ციური ლაფაჩი – მუზეუმის დირექტორი; ნანა ნათენაძე – სამხატვრო სკოლის დირექტორი;
ვასილ კვინცხაძე, ომარ ჯაყელი, ნათელა იაძე.