ადიგენის მუნიციპალიტეტში "ზეკარობის" აღნიშვნისთვის ემზადებიან.
სახალხო დღესასწაული 11 აგვისტოს, ტრადიცულად ზეკარის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2 200 მეტრის სიმაღლეზე, ადიგენისა და ბაღდათის მეგობრობის ნიშნად გაიმართება.
ღონისძიების ფაგლებში მოეწყობა დოღი, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სამცხე–ჯავახცეთისა და იმერეთისთვის დამახასიათებელი კერძები.
ღონისძიება კონცერტით დასრულდება.
დიდმაღალის ქედზე გამართულ დღესასწაულს, სამცხე–ჯავახეთისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
ფოტო: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია