,,იცხოვრე ჩვენთან ერთად, გაერთე ჩვენთან ერთად" – შშმ პირთა ფესტივალი ახალციხეში
19:56 / 22.09.2018
ახალციხის ციხეზე, შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ,,პოლონეთის დახმარება 2017-2018" - ,,ბედნიერები ერთად" პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
„ჩვენი ბენეფიციარები ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უფრო ჭკვიანები და ნიჭიერები არიან. ეს უნდა დაინახოს ახალციხის საზოგადოებამ. შშმ პირი არ არსებობს. შესაძლებლობები გვაქვს, ან არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბენეფიციარები ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უფრო ჭკვიანები და ნიჭიერები არიან. ეს ფასტივალი არის საშუალება, რომ ყველამ დაინახოს, განსაკუთრებით ახალციხის საზოგადოებამ, რა ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ აქ“, – განაცხადა მამა პავლე დიმმა.
დღევანდელ ფესტივალს ვატიკანის ელჩი ჟოზე აველინო ბეტანკური, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის სხვადასხვა ორგანიზაციების 10 კაციანი დელეგაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალციხეში ამ ეტაპზე 25 ბენეფიციარი ჰყავთ. მომავალში დღის ცენტრისთვის ახალი შენობის აშენებაც იგეგმება. ფესტივალში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთში არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს.
პარალელურად ციხის ტერიტორიაზე შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა– გაყიდვა გაიმართა. მსურველებს მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და ასპინძის საინტეგრაციო ცენტრის და ტალიტა კუმის ბენეფიციარების ნამუშევრების შეძენა შეეძლოთ.
პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთათვის აქტუალურ საკითხებზე, აგრეთვე ხელი შეუწყოს ხსენებული კატეგორიის ინტეგრაციას საზოგადოებაში.
ფესტივალი შშმ პირთა დღის ცენტრის “ტალიტა კუმის“ ორგანიზებით ჩატარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.