იური მეჩოთოვი ტელეკომპანია „ალჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვებისთვის ბოდიშს იხდის.
ფოტოგრაფის ბოდიშის ადრესატები არიან ადამიანები, რომლებსაც მისმა ნათქვამმა გული ატკინა. იუთუბით, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მეჩითოვი ამბობს, რომ არ ჰქონდა მიზნად ვინმესთვის ტკივილის მიყენება და თავს მომხდარის გამო არც იმართლებს. თუმცა, ამავდროულად, განმარტავს - ტელეკომპანიამ 30 წუთიანი ჩანაწერიდან მხოლოდ სამწუთიანი მონაკვეთი გამოაქვეყნა, სადაც „ყველაფერი სხვანაირად წარმოიშვა“. შედეგად „წარმოიშვა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მის განწყობაზე, ამ ნამდვილი ტრაგედიის მიმართ“.
„მე გულწრფელი ადამიანი ვარ. მე როცა მტკივა, მტკივა. ძალიან მტკივა, რომ ტკივილი მივაყენე ადამიანებს. ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც არც ელოდნენ, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და ასეთი რამ შეიძლებოდა მეთქვა. არ ვიცი, თუ ჩემი გულწრფელი ბოდიში რაღაცნაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას, რომელიც მე ვიგრძენი და ბევრ დებულებებს ვიზიარებ, რომელიც გამოითქვა ჩემს მიმართ, იქნება კარგი“, - აცხადებს იური მეჩითოვი.
ფოტოგრაფის თქმით, 29 წლის წინ ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა, რაც ძალიან განიცადა, ეს ტკივილი კი დღემდე შემორჩა.
„ამ ეს ყველაფერი დარჩა კადრს მიღმა, მთელი ეს ჩემი წუხილი, მთელი ჩემი ცრემლები. დარჩა ის, რაც დარჩა, იმიტომ, რომ კინო არის ეს და ფილმია და ზოგი რამ სხვა რამეს ემსახურება, ზოგიც სხვას. ესეც ხდება, რომ ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნით“, - აცხადებს მეჩითოვი.
ამასთან, იურისტმა კახა კოჟორიძემ ამ დღეს დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებს და ნათესავებს უფასო იურიდიულ დახმარება შესთავაზა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.