მესხეთის თეატრში სომხური ესტრადის ვარსკვლავებმა იმღერეს
ცნობილი სომეხი მომღერლები სამცხე-ჯავახეთში საკონცერტო ტურნე დაიწყეს. წინასაახალწლო კონცერტი დღეს, 10 დეკემბერს, ახალქალაქში ჩატარდება.
მავრ მკტიჩიანმა, გურგენ დაბაღიანმა, გევორგ მარტიროსიანმა და სევაკ ამროიანმა 8 დეკემბერს ნინოწმინდის კულტურის სახლში, ხოლო 9 დეკემბერს ახალციხის თეატრში უკვე იმღერეს.
ახალციხელი მაყურებლის წინაშე მესხეთის დრამატულ თეატრში ცნობილი სომეხი ესტრადის ვარსკვლავები წარდგნენ.
საახალწლო კონცერტი თაგუჰ ღაზარიანს მიყავდა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.