„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ იუნესკომ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.
“გილოცავთ! „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ – ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას – იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა” – ნათქვამია კულტურის სამინსტროს ფეისბუქ–გვერდზე.
იუნესკო გაეროს სპეციალიზებული სააგენტოა. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის, ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.
იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია 2003 წელს მიიღო. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნიეს ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, რიტუალები, ფესტივალები და ხალხური რეწვა.