სამცხე–ჯავახეთისა და შირაქის ოლქში ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის ახალი პროექტი იწყება. მისი პრეზენტაცია დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.
პროექტის მიხედვით, საზღვრისპირა რეგიონებში 20 ახალგაზრდა შეირჩევა, რომლებიც საერთაშორის ბანაკის ფარგლებში, ორი რეგიონის, გეოგრაფიის, ისტორიისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ცოდნას გაიღრმავებენ და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, ტურისტული სახელმძღვნალოების, რუკებისა და მარშუტების შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ. პროექტს სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია ახორციელებს. იგი სომხურ ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 1 დეკემბერს დაიწყო და აგვისტოს თვეში დასრულდება. ამ ეტაპზე, პროექტში ჩართვის მსურველი ახალგაზრდების რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელიც 27 იანვარს დასრულდება. აპლიკაციების შეტანა 18–25 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.