ახალციხის თოჯინების თეატრმა მაყურებელს პრემიერა შესთავაზა. ,,აფრიკელი გოგონა“ ვახტანგ ქორიძის რეჟისორობით დაიდგა. თეატრალურ წარმოდგენას დაესწრნენ როგორც მოზარდები ასევე სრულწლოვნებიც.
25 წუთიანი სპექტაკლი აფრიკელი გოგონას თავგადასავალს გვიამბობს,
რომელმაც არაერთი სირთულე დაძლია და სასურველ მიზანს მაინც
მიაღწია.
ჩვენებაზე მიწვეული იყვნენ მერიის წარმომადგენლებიც. სპექტაკლზე დასასწრებად ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა.