ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში მცხოვრებ, ხალხური რეწვის ოსტატს მარიამ ჟუჟუნაძეს, კონკურსში „წლის საუკეთესო ოსტატი – პედაგოგი 2015“ ტრადიციული რეწვის სფეროში, ახალგაზრდების ჩართვაში შეტანილი წვლილისათვის, II ადგილი მიენიჭა.
კონკურსი ევროკავშირის investing in people პროგრამის პროექტის: „ტრადიციული რეწვა საქართველოში – პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში განხორციელდა.