ახალციხეში, ცენტრალური ბიბლიოთეკის 120 წლის იუბილე აღინიშნა. ისტორიული თარიღი რაბათის კომპლექსში, კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ერთობლივად აღნიშნეს. ღონისძიებას ახალციხის მერიის თანამშრომლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.
თანამშრომელი, რომელიც დაწესებულებაში უკვე 44 წელია მუშაობს, ამბობს, რომ დაწესებულებამ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს გაუძლო. გარდა ამისა, მისი წიგნადი ფონდი გასულ საუკუნეში, საბრძოლო ყუმბარამ გაანადგურა, თუმცა იგი ფუნქციონირებას დღემდე აგრძელებს.
ამ დრიოსთვის ბიბლიოთეკას 2 000 მდე მკითხველი ჰყავს, მისი ფონდი კი 47 ათას წიგნს შეადგენს.
ახალციხის ბიბლიოთეკა 1895 წელს, ილია ჭავჭავაძის თანხმობით დაფუძნდა. იგი წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაარსებული რიგით მესამე დაწესებულება იყო.