”ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული” ახალციხეში გაგრძელდა. ღონისძიება რაბათის ციხეში ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენით, სახელწოდებით ”კავშირები, რომელმაც გაუძლო დროს” გაიხსნა. მისი ორგანიზატორი ევროკავშირის წარმომადგენლობაა.
მათი ინფორმაციით, კულტურული კვირეული საქართველოს მოქალაქეებისთვის არის გამიზნული, რათა მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების, ლიტერატურისა და თეატრის დახმარებით, ხაზი გაესვას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების საერთო კულტურულ ფასეულობებს.
ევროკავშირის რვა ქვეყნიდან ჩამოსული 30-ზე მეტი ხელოვანი საქართველოს შვიდ ქალაქში: თბილისში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, სიღნაღში, რუსთავსა და ფოთში 20 ღონისძიებას ჩაატარებს, დასწრება თავისუფალია.
სხვადასხვა ქალაქში კვირეული 31 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.