ყველაზე ეროვნული პროექტი ახალციხელ მოზარდებს სპეციალურ გადაცემას მიუძღვნის. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ეტალონის“ წამყვანმა ახალციხეში სტუმრობისას გაავრცელა. გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრა ადგილობრივ მოზადრებთან გამართა. მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებისკენ მოუწოდა. ახალციხელებმა კი ეტალონის წამყვანს, საკუთარი ლექსები წაუკითხეს და ფოლკლორული ნომრები შესთავაზეს.
შეხვედრის დასასრულს „ეტალონის“ წამყვანმა გადაცემაზე მომზადებული ვიდეო–რგოლის ჩვენება მოაწყო.
ღონისძიებას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათი თქმით სპეციალური გადაცემა, რომელიც ახალციხეს მიეძღვნება, ახალგაზრდებს დიდ სტიმულს მისცემს.
რა სახით მოხდება ახალგაზრდების შერჩევა ან როდის ჩაიწერება გადაცემა ამის შესახებ ინფორმაცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი.