სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თემურ ჭკუასელს უმასპინძლა. მწერალი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და “ქართული ხმების” დამფუძნებელი, ახალციხეს, უმაღლესი საგანამნათლებლო დაწესებულების მოწვევით ესტუმრა. ღონისძიებას სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები დაესწრნენ. მათ თემურ ჭკუასელის პროზაიკული საქმიანობს შესახებ რამდენიმე მოხსენება მოისმინეს, რის შემდეგაც ავტორმა საკუთარ შემოქმედებაზე თავადვე ისაუბრა.
,,ოსტატი ქართული სიტყვისა“,– ასე უწოდა სტუმარს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა. მისი შემოქმედება ,,ჭეშმარიტ ქართულ საქმედ“ შეაფასეს ღონისძიების სხვა სტუმრებმაც. თემურ ჭკუასელის შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცნობილი მწერლების შემოქმედებითი საღამოები ისევ გაიმართება. უნივერსიტეტს უკვე სტუმრობდნენ ცნობილი ქართველი პოეტები: მაყვალა გონაშვილი და თინათინ მღვდილიაშვლი.