ახალციხელმა ახალგაზრდებმა გამოჩენილი ავიაკონსტრუქტორისა და ამერიკის სამხედრო ავიაციის პიონერის ალექსანდრე ქართველის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ღონისძიებას მისივე სახელობის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი გაუძღვა. ლელა ქართველიშვილმა ავიაკონსტრუქტორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს მის შესახებ მომზადებული ფილმიც აჩვენა.
„იგი გახლდათ მსოფლიო დონის გენიოსი, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა
და პრაქტიკულად, მან შექმნა ამერიკის სამხედრო ავიაცია. ის ამერიკის
ენციკლოპედიაში მოხსენიებულია, როგორც ამერიკის სამხედრო ავიაციის
პიონერი. “, – განმარტა ლელა ქართველიშვილმა. ღონისძიებას
ორგანიზება ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გაუწია, რომელიც პროექტ
„მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელის მაკა
სუდაძის თქმით, ინფორმაციული შეხვედრის შემდეგ კონკურსი
გამოცხადდება, რომელშიც ახალგაზრდები ჩაერთვებიან. 2016 წელს
ალექსანდრე ქართველის დაბადებიდან 120 წელი სრულდება. ლელა
ქართველიშვილის თქმით, მათი სურვილია, რომ ეს წელი ალექსანდრე
ქართველის წლად გამოცხადდეს და მისი სახელობის მუზეუმი
გაიხსნას.