ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის თანამშრომლებმა ქალაქში მცხოვრებ ქალბატონებს საჩუქრები მიართვეს. სპორტსმენებმა კი დღესასწაული მანდილოსნებს განსხვავებულად მიულოცეს.
ტკბილეული და ვარდები–ამ სიმბოლური საჩუქრებით, 8 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ყველაზე ხანდაზმული ქალბატონები დააჯილდოვეს. ისინი 31 სოფელს ესტუმრნენ და მანდილოსნებს საჩუქრები ადგილზე გადასცეს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობამ გეგმიური ღონისძიებისათვის 680 ლარი გამოყო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან განსხავებით, ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ ქალბატონებს დღესასწაული ყოჩივარდებისა და ტიტების თაიგულით მიულოცეს. მათ ახალციხის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელი მანდილოსნები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. გეგმიური ღონისძიებისათვის ქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან ყვავილების შესაძენად 500 ლარი გამიყო.
ქალთა საერთაშორისო დღე მანდილოსნებს განსხვავებულად მიულოცეს შიტორიო კარატე დოს სპორტსმენებმა. კლუბ „საფარის“ წევრებმა ქალაქში გარბენი მოაწყვეს და ქუჩაში მოსიარულე მანდილოსნებს ყოჩივარდების თაიგულები გადასცეს.
ქალთა საერთაშორისო დღის დაწესების იდეა პირველად მეოცე საუკუნის დამდეგს გაჩნდა. ეს იყო სიმბოლო ქალების სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევების აღნიშვნის დღე, რომელსაც საქარველოც შეუერთდა. ყოველ წლიურად დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება იმართება.