ბატის ჭუკი დოროთე, მელა, ზღარბი, მწყემსი გოგონა და თეატრალურ წარმოდგენაში ჩართული მოსწავლეები – ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებისთვის თოჯონების თეატრმა სპექტაკლი სახელწოდებით „ბატის ჭუკი“ გამართა. ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ტკბილეული და სამახსოვრო ნივთები გადაცსეს.
ამ დროისათვის მეშვიდე საჯარო სკოლა-პანსიონში 30 აღსაზრდელი ირიცხება.