27 მილიონ 50 ათასი დოლარი სამცხე-ჯავახეთს – რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით, რეგიონული განვითარების ფონდი ახალ პროექტს იწყებს, რომელსაც ფინანსურად მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს. მის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით 19 მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. პირველად რეგიონში საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზაზე ასფალტი დაიგება და მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ახალციხის გარდა პროექტების განხორციელება იგეგმება ბორჯომში, ადიგენის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებშიც.
რეგიონული განვითარების მესამე პროექტი საქართველოს ორ რეგიონში განხორციელდება. მსოფლიო ბანკის მიერ სესხის სახით გადმორიცხული 60 მილიონი დოლარი და სახელწიფო ბიუჯეტის 15 მილიონი დოლარი სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა- მთიანეთს მოხმარდება. მსოფლიო ბანკის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარების ფონდმა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებისა და განსახლების მართვის ჩარჩო დოკუმენტები მოამზადა, რომლის პრეზენტაციაც ფონდის წარმომადგენლებმა ადგილობრივი საზოგადოებისთვის მოაწყეს.
ჩარჩო დოკუმენტების საჯარო განხილვების შემდეგ, საზოგადოების შენიშვნებისა და კითხვების გათვალისწინებით, მათი დამუშავება მოხდება. დოკუმენტის საბოლოო სახით მიღების შემდეგი ეტაპი მსოფლიო ბანკთან მისი შეთანხმებაა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის პრგრამა 2020 წლამდე გაგრძელდება, რომელიც რამდენიმე ქვეპროექტს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა- მთიანეთში 37 ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.